Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, უსაფრთხოების სამსახურის  უფროსის გიორგი თავაძის 2025 წლის 24 ივნისის N15495/10 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს  კონკურსი  (გასაუბრება)  სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურში ინსპექტორების (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად - 12 ვაკანსია:
ა) 12 ვაკანსია - შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ჩანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით. სამუშაო ადგილი - ქალაქ თბილისის თსუ  ბაგების სტუდენტურ საერთო საცხოვრებელი.
2. უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორი ისარგებლებს სადაზღვეო პაკეტით;
3. სამუშაო დრო - 24 საათიანი ცვლის რეჟიმით. სამუშაო ცვლებს შორის დასვენება შეადგენს 72 საათს (4 დღეში ერთხელ);
4. სასურველი ასაკი - 25 წლიდან 55 წლამდე;


5. ფუნქციები (ძირითადი  მოვალეობები):
ა) განუწყვეტლივ იმყოფებოდეს დასაცავ შენობაში; ყურადღებით აკონტროლოს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ელექტროდამცავი და სახანძრო სისტემის მუშაობა, კარგად იცოდეს    სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოთახების განლაგება და თავისებურებანი. დაიცვას მასზე მიმაგრებული  კორპუსის ქონება დაზიანებისაგან, გაძარცვისაგან, ხანძრისაგან   ან/და   სხვაგვარი ავარიისაგან. პერიოდულად გააკეთოს შემოვლები კორპუსში და კორპუსის ირგვლივ, განსაკუთრებით ღამის საათებში;
ბ)  სამსახურში  ყოფნისას დაიცვას შინაგანაწესი, ეთიკის ნორმების შესაბამისად მოიქცეს სტუდენტებთან ან/და მობინადრეებთან და უნივერსიტეტში სტუმრად მოსულ პირებთან ურთიერთობაში;
გ) სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში შინაგანაწესის შესაბამისად, აღკვეთოს ნებისმიერი  დარღვევა; აღკვეთოს კონფლიქტური სიტუაციები, შენობაში ალკოჰოლური სასმელების შემოტანა,თამბაქოს მოწევა, აზარტული თამაშები, არ დაუშვას შენობაში რაიმე ინვენტარის ან ნივთის  შემოტანა–გატანა ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე;
დ)  მკაცრად დაიცვას და სხვასაც მოსთხოვოს დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები, რომლებიც გამორიცხავენ ხანძრებისა და აალების შემთხვევებს;
ე) საჭიროების შემთხვევაში  სტუდენტებს (ან/და მობინადრეებს) აღმოუჩინოს გადაუდებელი  პირველადი დახმარება;
ვ) დანაშაულებრივი ფაქტების აღმოჩენის, კონფლიქტური სიტუაციების ან სხვა გართულებების შემთხვევაში  მყისიერად აცნობოს ოპერატიული მართვის ცენტრს; 
ზ) შეასრულოს ხელმძღვანელობის სხვა მითითებები.

6. უნარები:
ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე  ორიენტირებულობა;
ბ) ოპერატიულობა;
გ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
დ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
ე) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
ვ) ცვლილებების ადეკვატურად  აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა
 

7.  აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა  წარმოადგინოს:
ა) CV (ფოტოსურათით) - ელექტრონული ფორმით მისამართზე security@tsu.ge 15 სექტემბრამდე.

8. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა  წარმოადგინოს:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
გ) ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის თაობაზე;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე)   ცნობა   სქესობრივი    თავისუფლებისა    და   ხელშეუხებლობის    წინააღმდეგ    მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
ვ) ფოტოსურათი 3X4 (1 ც.);
ზ) დიპლომის ასლი (უმაღლესი განათლების არსებობის შემთხვევაში);


9.   გასაუბრება ჩატარდება ყოველ ორშაბათს და სამშაბათს 12:00 საათზე ბრძანების გამოცემიდან 2025 წლის 15 სექტემბრამდე.  მისამართი: თბილისი,  ი. ჭავჭავაძის  გამზ.  N1 -
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  უსაფრთხოების სამსახური.
10.     დამატებითი     ინფორმაციის     მისაღებად     დაინტერესებულ      პირებს     შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნომერზე:  577 24 41 00.
11. ბრძანება სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების  სამსახურის  ინსპექტორების  შესარჩევად  კონკურსის  გამოცხადების  შესახებ
განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  - www.tsu.ge-ზე  და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი    წესით    გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ     ერთეულებს      (საფინანსო     დეპარტამენტი,       პერსონალის     მართვის
დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტემენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და უსაფრთხოების სამსახური).
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე